რუსთავის კორპუსის რეფორმა
რუსთავის კორპუსის რეფორმა მიზნად ისახავდა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მართვის სისტემის გაუმჯობესებასა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერებას. რეფორმის აუცილებლობა განაპირობა მოსახლეობის დაბალმა ჩართულობამ და კორპუსების მართვაში არსებულმა ადმინისტრაციულმა და საკომუნიკაციო პრობლემებმა. რეფორმის ფარგლებში გაუმჯობესდა და დაიხვეწა ადმინისტრაციული პროცესები, საკომუნიკაციო არხი მოქალაქესა და მუნიციპალიტეტს შორის, დაინერგა ციფრული სერვისებისა და მონაცემთა მართვის სისტემები, ასევე შეიქმნა კორპუსის ციფრული პლატფორმა, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია თითოეული კორპუსის შესახებ. პლატფორმაზე ხელმისაწვდომია მონაცემები მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების შესახებ. რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერების სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებაც, რომელიც განსაზღვრავს განვითარების გრძელვადიან ხედვას, პრიორიტეტებსა და სამოქმედო მიმართულებებს. ყოველივე ამ სისტემური ცვლილებების შედეგად გაიზარდა მომსახურების ეფექტიანობა, გამჭვირვალობა და მოქალაქეთა ჩართულობა, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რუსთავში საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებასა და თანამედროვე ურბანული მმართველობის განვითარებას.